logo
ENG



Georgian Bus-ის დირექტორი: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს კერძო პირის ავტობუსი ემსახურება

01 აპრ 202101:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/vx2cl2onbtb8rvo.jpg

Georgian Bus-ის დირექტორი, შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ კომპანიის ავტობუსი ვლადიმირ პოზნერს და მის თანმხლებ პირებს არ მომსახურებია. 

მისი თქმით, ავტობუსი კერძო პირს ეკუთვნის. 

"ეს არის კერძო პირის ავტობუსი, რომელსაც ჩვენ ტურიზმის პერიოდში ვქირაობდით, რადგან არ გვყოფნიდა საკუთარი ავტობუსები. ბრენდირებაც 2 წლის წინანდელია". - ამბობს ი

ხუციშვილის თქმით, Georgian Bus-ისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის მომსახურება. 

"მე თავად ვაგებ პასუხს ჩვენს ყველა ქმედებაზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ავტობუსი, რომელიც ემსახურება ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს, არის კერძო საკუთრება". - ამბობს ის. 

ავტობუსი, რომელსაც აქვს წარწერა Georgian Bus, რუს პროპაგანდისტს, ვლადიმირ პოზნერს და მასთან ერთად მყოფ 50-მდე ადამიანს ემსახუბა

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა, 50-დე ადამიანთან ერთად სასტუმრო რუმსში დაბინავდა. მოგვიანებით ისინი, კომენდანტის საათის მიუხედავად, სავახშმოდ რესტორანში წავიდნენ, ავტობუსით და პოლიციის თანხლებით. 

ვლადიმირ პოზნერი საქართველოში დაბადების დღეს აღნიშნავს. 

სამოქალაქო აქტივისტებმა თქვეს, რომ პუტინის პროპაგანდისტებს არ მისცემდნენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტებმა პოლიციას მოუწოდეს, აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 ადამიანის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

შსს-მ ფორმულას უთხრა, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. უწყების განცხადებით, პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა